შემოქმედი ყოველთა პილატეს წინაშე წარსდგა..უბედურმა ქმნილებებმა გადაწყვიტენ ჯვარს აცვნა უფალი და შემოქმედი..
რგვინავს რბო,,ჯვარს აცვი,ჯვარს აცვი იგი’’..და აი,გზას უდგანს ყოვლადიდებული,გზას გოლგოთისა...გვერდ გვერდით ავაზაკნი მიუჩინეს..ჰნერწყავენ,აგინებენ და მუჯლუგუნს სთავაზობენ!ზოგნი ქვებსაც არ ,,იშურებენ,,..ეს ის ხალხია,რომლებიც რამოდენიომე დღის უკან პალმის რტოებით რომ შეხვდენ უფალს და,,ოსანა მაღალთა შინას’’ უგალობდნენ..ეჰ!უგუნურება!დიდი უბედურება!
ო,უფალო!შენი სულგრძელობა!შენ ხომ შეგეძლო მხოლოდ გეთქვა,,მორჩა’’ და მთელი ზეცა გარდმოხდებოდა,მაგრამ არ გააკეთე...ისევ ჩვენთვის..
გზას მოუყვება უწმინდესი დედა ღვთისა ,მასთნ ერთად კი დედები,მართა და მარიამი,მარიამ მაგდანელი..საოცრებაა!რა სიძლიერე ჰქონდათ ამ უძლურ დედაკაცებს ,რომლებიც მზად იყვნენ უფლის გამო სისხლიც კი დაეღვარათ!თვით მოციქულებს შეეშინდათ,ამათმა კი დაამარცხენ შიში უფლის სიყვარულით!აჰა,ღვთისმეტყველი,ქალწულმახარობელი,მოციქული იოანე!არ ცილდება ღვთისმშობელს და იტანჯება მისი მოძღვრის იარებით!ო,დიდებულო იოანე ნეტარ ხარ შენ!
დედაო ღვთისა,მარიამ!რაოდენ დიდ ტკივილს განიცდიდი!როგორ გინდოდა მისულიყავი შენს ყრმასთნ,შენს უფალთან და გულში ჩაგეკრა!
ოჰ,ებრაელნო!რა ჩაიდინეთ...თქვენ ამ დღიდან მსრჯავლდებული ხართ!
მოთქვამენ ისრაელის ასულები,,რაბი’’!\
ო,სიმონ კვირინელო!რამდენი ისურვებდა შენს ადგილზე ყოფნას,შენ ხომ დაეხმარე ჯვარი აეზიდა სამსხვერპლოზე უფლის ტარიგს!
კაიფა,ნეტავ არ დაბადებულიყავი!სინედორის წევრნო!ნეტავ არ შეკრებილიყავით...
გეშინოდენ!გესინოდენ !ფარისეველნო,მწიგნობარნო და მღვდელნო ისრაელისაო.დღეს თქვენი სიტყვებით უდანაშაულო კრავი დაიკლება!
აჰა!აჰა,ტარიგი ღვთისა მოვიდა სამსხვერპლოზე..უფალო დიდება შენდა!
შეხედეთ როგორ იტანჯება შემოქმედი..ისევ შენთვის შენ უბადრუკო არსებავ!
შემოახიეს ტანისამოსი.მოთქვამენ დედები ისრაელისა და ისმის სიცილი ფარისეველთა და მღვდელმთავართა,,მიდი ჩამოდი მეფევ,რათა პატივი მოგაგოთ’’ და რომაელნიც გაჰკივიან,,ავე!ავე ნაზარეთელო’’
დაარტყეს,გააპეს უწმინდესი ხელები,..ოჰ,რა სისასტიკეა...შემოქმედის ხელები,ელები რომლიდანაც ჩვენ შევიქმენით დაჭედენ ..დაუჭედენ ფეხებიც!!სისხლი,სისხლი დაიღვარა..დაეცა ადამს!
აჰა განიწმინდა კაცთა მოდგმა..
აღიმართა ახალი აღთქმის მოსეს ხე!აი დამარცხდა ეშმა!რგვინავს და ჰკივის სატანა!დამრთავდა მისი მეფობა კაცთა სულებზე!გაიღო სამოთხის დახშული კარები.!
უფალო დიდებჲ შენდა!
ამინ! 3ივლისი2011 .რონი ცხოიძე
No comments:
Post a Comment